დათა ვანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდს გამყოფ ხაზთან შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან ირაკლი ანთაძესთან და ადგილობრივი თვითმმრთველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარდაცვლილის შვილს სამძიმარი მავთულხლართებთან გამოუცხადეს. 88 წლის დავით ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.