შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან ერთად კასპში, სამების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ბიუჯეტი, ჯამში 90 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიხედვით დაგეგმილია ასფალტის საფარის, საფეხმავლო სივრცისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა. რწმუნებულის თქმით, პანდემიის მიუხედავად სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეეძლება განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობა.