ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა სასურსათო პაკეტები გადასცა. რწმუნებულის თქმით, გარდა სახელმწიფო პროგრამებისა და გეგმებისა, მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობა, მითუფრო, პანდემიის პირობებში.