Logo

სოფელ იდლეთში გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

21 მარტი 2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსებით გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პროცესის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. რწმუნებულის თქმით, სოფელ იდლეთის გზის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება და მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურით მალე შეძლებს სარგებლობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 750 მერტრიანი გზის საფარისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა.