გორის მუნიციპალიტეტის სოფელების, ზერტისა და კვარხეთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამუშაოებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს, რაზეც მილიონ ლარამდე იხარჯება. პროექტი 4 კმ-მდე გზის ასფალტირებას ითვალისწინებს. სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი გაეცნო. მისი თქმით, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება და 560 ადგილობრივი მოსახლე ისარგებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით.