შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი, რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრნენ. ლერი ბარნაბიშვილმა რეგიონის პირველი პირებთან ერთად ოთხივე მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული საკითხები განიხილა. ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საუბრისას ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობას. მისი თქმით, თითოეული პროექტის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივების მოსაზრებები და განსახორციელებელი პროექტები სწორედ მათ საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული. "დღევანდელ შეხვედრაზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მიჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ვიმსჯელეთ, ჩვენი მიზანია, რომ რეგიონები ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდნენ და გაძლიერდნენ. შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი მუშაობა და მჭიდრო თანამშრომლობა ამის საშუალებას მოგვცემს" - აღნიშნა ლერი ბარნაბიშვილმა.