ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვედურეთსა და ქალაქ ქარელში, სტადიონამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ორივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რაზეც 700 000 ლარზე მეტია განსაზღვრული.