შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების შეთანხმებას ხელი მოეწერა, რომელის მიზანია რეგიონებს შორის მრავალპროფილური ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარება.
შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, სადაც მონაწილეობა "საპარტნიორო ფონიდსა" და "საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლებმაც მიიღეს. ამავდროულად, ,,საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის განსუს პროვინციის ქალაქ უვეის ლოგისტიკურ ცენტრს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.
"ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, საშუალება მოგვეცემა მხარეებმა გავუზიაროთ გამოცდილება ეკომონიკის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და საერთო ინტერესების გათალიწინებით, მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ." - აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.
განსუს პროვინცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე, დიდ ინტერესს გამოთქვამს, გახდეს საქართველოს სარკინიგზო პარტნიორიც. ასევე, პროვინცია მზად არის, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ქართული პროდუქციის რელიზაციის გაზრდას ჩინურ ბაზარზე.