დედამიწის მსოფლიო დღის აღსანიშნავად შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში დასუფთავების აქციები მოეწყო. ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხცისამდე მიმავალი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ გარემოსდაცვით ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე შეუერთდნენ. რწმუნებულის თქმით, რეგიონში გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, შესაბამისად მსგავსი სახის აქციები ერთჯერადი არ იქნება.