Logo

კამპანიის „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში მამუკა საღარეიშვილმა კოდას სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცა

27 აპრილი 2021

ქარელის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოდას სკოლის მოსწავლეებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა და ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა კამპანიის „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში საჩუქრად წიგნები გადასცეს. სოფელში დაწყებითი საფეხურის სკოლაა, სადაც ამჟამად 6 ბავშვი სწავლობს.
 
,, განათლება და განათლების ხელმისაწვდომობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განვითარების, წარმატების და რაც მთავარია, მშვიდობის საწინდარი სწორედ განათლებაში ჩადებული ინვესტიციაა. კოდა ერთ-ერთი იმ სოფელთაგანია, რომელიც უშუალოდ მავთულხლართებთან მდებარეობს. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პედაგოგებს, რომელებიც პატარა მოსწავლეებს სრულფასოვან განათლებას აძლევენ. ბავშვებს კი ვურჩევ, ბევრი იკითხონ, რადგან სწორედ განათლების საშუალებით შეძლებენ ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოში ცხოვრებას. “ - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა.