04 ივნისი 2014
შიდა ქართლის გუბერნატორი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებსა და მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს გაესაუბრა. მუშების დიდი ნაწილი, სატენდერო პირობების თანახმად, დევნილები არიან, მშენებლობაზე სულ 25 იძულებით გადაადგილებული პირია დასაქმებული. მისი განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. რწმუნებულმა მინისტრთან ერთად გორში დევნილთა ის კომპაქტური ჩასახლებებიც მოინახულა, სადაც იძულებით გადადგილებულ პირებს რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. კონკრეტულად სუხიშვილის ქ. N: 63-ში, თამარ მეფის ქ. N: 124-ში და ცხინვალის გზატკეცილ N: 14-ში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და მათი პრობლემები ადგილზე მოისმინეს. წლების განმავლობაში რთულ პირობებში მცხოვრები დევნილებისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების დაწყება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი პროცესია.