ადგილზე იმყოფებოდა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი. მამუკა საღარეიშვილის თქმით, შესაბამისი სამსახურების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად გზის გაწმენდითი სამუშაოები ოპერატიულად განხორციელდა და ჩახერგილი გზა უკვე გახსნილია.
ატენის ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოსა და სამაშველო სამსახურის სპეციალური ტექნიკა მუშაობს, ამ ეტაპისთვის ძირითად მიმართულებებზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და საავტომობილო გადაადგილება უკვე შესაძლებელია, ხოლო დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები კვლავ გრძელდება.