ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა, სადაც რეგიონში არსებულმა 40-მდე მცირე და საშუალო ბიზნესორგანიზაციამ ვაკანსიები წარადგინა. ღონისძიებაში 300-ზე მეტი სამუშაო მაძებელი ჩაერთო, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ და პირდაპირი კომუნიკაციის გზით საკუთრი უნარები და შესაძლებლობები წარმოეჩინათ.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი დაესწრო.,, დასაქმება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამიტომ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ინიციატივისთვის და ასევე, ჩვენს რეგიონში მოქმედ იმ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ბიზნესის ხელშეწყობა და ეკონომიკის გაძლიერებაა. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროგრამები, რაც საწარმოების თუ მეურნეობების შექმნას და გაფართოებას გულისხმობს, თავისთავად სამუშაო ადგილების გაზრდას უწყობს ხელს.“ - აღნიშნა ფორუმის შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), მიმდინარე პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების (SEED); დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (SESA), გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) თანაორგანიზებით ჩატარდა.