სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია ორსართულიანი შენობის სრული რეაბილიტაცია, სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცვლა, ეზოს და სპორტული მოედნის მოწყობა. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ საჯარო სკოლა სრულად უპასუხებს თანამედროვე სტანდარტებს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 1,6 მილიონ ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება და მალე, მოსწავლეებსა და პედაგოგებს განახლებულ და კომფორტულ გარემოში შეეძლებათ სწავლის გაგრძელება.