Logo

სკრაში საბავშო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

25 მაისი 2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში სააღმზრდელო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რაზეც 1 მილიონ ლარამდე იხარჯება.
 
სამუშაოების ფარგლებში შენობა სრულად რეაბილიტირდება, მასთან ერთად კი მოეწყობა ეზო, სათამაშო მოედანი და შენობის მიმდებარედ არსებული შიდა გზები.
საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი გაეცნო. მისი თქმით, სკრის საბავშვო ბაღის გარდა გორის მუნიციპალიტეტში კიდევ 3 საბავშო ბაღის რეაბილიტაცია და 1 საბავშო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
 
სკრის საბავშვო ბაღის შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მას დღემდე მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. განახლებულ სასწავლო წელს კი პატარები და აღმზრდელები განახლებულ და თანამედროვე შენობაში შეხვდებიან.