Logo

ვალერიან მჭედლიძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდა

03 ივნისი 2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიამ მჭედლიძემ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა გორის მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები და საკითხები განიხილეს. რწმუნებულმა ხაზი გაუსვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი თქმით, კოორდინირებული მუშაობა ხელს შეუწყობს მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების დროულ და ეფექტურ განხორციელებას.