15 ივნისი 2021
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე. რეგიონის რწმუნებულის თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის თითოეული სკოლას ჰქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პირობები, რათა მოსწავლეებმა უსაფრთხო და სრულფასოვან გარემოში შეძლონ განათლების მიღება. ასევე, იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რაც აღნიშნული მიმართულებით არსებობს. მჭედლიძის თქმით, სკოლების მოწესრიგდეს და ახალგაზრდებს საშუალება მიეცეთ სრულფასოვან გარემოში მიიღონ განათლება.