Logo

დუმაცხოვოსა და ქინძათში გზის რეაბილიტაცია გასრულდა

02 ივლისი 2021

ხაშურის მუნიციპალტეტის სოფლებში, დუმაცხოვოსა და ქინძათში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით გზების მოწყობად ჯამში 1,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოების ფარგლებში დაიგო ასფალტის საფარი და განთავსდა საგზაო ნიშნები.
 
დასრულებულ სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე გაეცნენ. სიმონ გულედანის თქმით, პროექტის ფარგლებში 5 კილომეტრამდე გზა დაიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ დუმაცხოვოსა და ქინძათში საგზაო ინფრასტრუქტურა პირველად მოეწყო. ,,წელს პირველად განხორციელდა დუმაცხოვოსა და ქინძათში მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, აქამდე საგზაო ინფრასტრუქტურა ფიზიკურად არ არსებობა, უამინდობის დროს კი ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა. ამიერიდან კი მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს.“- აღნიშნა სიმონ გულედანმა.