Logo

,,ფერმერთა დღესთან" დაკავშირებით FinExCoop საქართველომ პროექტის შედეგები შეაჯამა

07 ივლისი 2021

FinExCoop საქართველომ “ფერმერის დღესთან“ დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მოწყობილ სადემონტაციო ნაკვეთში პროექტის შედეგები შეაჯამა. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ საექსპერიმენტოდ გამოსცადა საშემოდგომო ხორბლის ორი ახალი ჯიში, ორი ახალი საშემოდგომო ტრიტიკალის ჯიში და ერთი ახალი საშემოდგომო ქერის ჯიში. პროექტი საექსპერიმენტო და სადემონსტრაციო სამუშაოებისთვის თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან და მათ ადგილობრივ წარმომადგენლებთან, იმისთვის რომ პოპულარიზაცია გაუწიონ საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციას და საუკეთესო ტექნოლოგიების გადაცემას. ღონიძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები აბელ აბესაძე და თემურ ხუბულური დაესწრნენ.
 
პროექტი „ფინანსბი, საექსტენციო სერვისები და კოოპერაციული განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (EU) NIF პროგრამის ფარგლებში და ახორციელებს საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD).