პროექტის ფარგლებში 6,7 კმ სიგრძის სარწყავი არხი რეაბილიტირდა. არხის ძირზე დაესხა მონოლითული ბეტონი, მოეწყო რკინაბეტონის ფილები, ღარები, წყალმიმღები კვანძი და სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად სოფელ მეღვრეკისის, ბროწლეთისა და ტირძნისის 800 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა სარწყავი წყლის მიწოდება. პროექტის ღირებულებამ 1 244 240 მლნ ლარი შეადგინა.