Logo

ვალერიან მჭედლიძემ ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას ყურბან-ბაირამი მიულოცა.

21 ივლისი 2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში იმყოფებოდა და ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას ყურბან-ბაირამი მიულოცა.
 
,,საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი შიდა ქართლში მცხოვრებ ჩვენს მუსლიმ მეგობრებს ვულოცავ მუსლიმური სამყაროსთვის მნიშვნელოვან წმინდა დღესასწაულს. ყურბან ბაირამი ყოფილიყოს თქვენი და თქვენი ოჯახებისთვის სიკეთისა და კეთილდღეობის მომტანი." - განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა.
ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული 3 დღე გრძელდება და რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.