Logo

შიდა ქართლის რწმუნებული კასპში კერამიკული პროდუქციის საწარმოს სამუშაო პროცესს გაეცნო

22 ივლისი 2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების კერამიკული პროდუქციის საწარმო „საპარტნიორო ფონდის“, ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორენტესა“ და ამავე სახელწოდების ქართული კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ თანამონაწილეობით აშენდა. თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული აგური გაუმჯობესებული თბოიზოლაციით, ნესტგამძლეობით, ხმის იზოლაციითა და შემცირებული წონით გამოირჩევა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
საწარმოს სამუშაო პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე კასპის მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ მაისურაძესთან ერთად გაეცნო. ამჟამად, საწარმოში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული. როგორც ვალერიან მჭედლიძემ განაცხადა, თითოეული საწარმო, რომელიც რეგიონში ფუნქციონირებს, ხელს უწყობს ადგილზე ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას.