Logo

ვალერიან მჭედლიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მარეკ შჩიგელს შეხვდა

16 აგვისტო 2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან მარეკ შჩიგელთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან მიჰაელა გერასიმისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებისა და ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა და საჭიროებები. მათ შორის, დევნილთა დასახლებებში და კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ვითარება. ასევე, განიხილეს თანამშრომლობის სფეროები, როგორიცაა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ყოველწლიური კამპანია, სადაც სამხარეო ადმინისტრაცია მუდმივადაა ჩართული. მისიის ხელმძღვანელმა რეგიონის რწმუნებულს გორის რეგიონული ოფისის საქმიანობის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა.
 
ვალერიან მჭედლიძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმ საქმიანობისთვის, რომელსაც შიდა ქართლის რეგიონში ახორციელებენ.