Logo

შიდა ქართლის რეგიონში ეპიდემიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

05 აგვისტო 2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე გორმედის ქსელის კლინიკაში იმყოფებოდა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ამჟამად, გორმედის ქსელის კლინიკებში, ჯამში, 160 საწოლია მობილიზებული, რომელსაც დღეიდან კიდევ 86 საწოლი დაემატა ხაშურის გორმედის კლინიკაში. გარდა ამისა, 84 საწოლია მობილიზებული ჰოსპიტალში. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, მომართვიანობა შედარებით გაზრდილია, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ვალერიან მჭედლიძის თქმით, ვაქცინაცია რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს. "ოთხ მუნიციპალიტეტში 5 ლოკაციაზე შეუძლიათ მოქალაქეებს აცრა. ყველას მოვუწოდებ, რომ ჩაერთოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და დროულად აიცრან", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.