Logo

მობილური ჯგუფების მიერ შიდა ქართლის რეგიონში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო

07 აგვისტო 2021

სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო შიდა ქართლის რეგიონშიც. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში, სადაც ძირითადად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვის სურვილი არაერთმა ადგილობრივმა გამოთქვა. იმუნიზაციის პროცესი მობილური ჯგუფის მიერ ხორციელდება, მოქალაქეებს მედიკოსები აცრას სპეციალიზებულ ავტომანქანაში უკეთებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მობილური ჯგუფები მიქელწყაროს გარდა აცრებს სხვა სოფლებშიც ჩაატარებენ.