22 მაისი 2013
გუბერნატორის პრეს-სამდივნოს ინფორმაციით, ამის შესახებ ბარნოვმა დღეს კასპის რაიონის სოფელ სასირეთში, გენერალ მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობისას განაცხადა. "დღეს, საქართველოს ისტორიის ამ მძიმე დღეს, თავისუფლებისთვის მებრძოლი, დაუმარცხებელი გმირის, გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმიდან მივმართავ თავდაცვის მინისტრს, სამინისტროს პატრონაჟის ქვეშ იქნას აყვანილი ჩვენი ეროვნული გმირის სახლ-მუზეუმი. სამინისტროში მუშაობისას ჩვენ გვქონდა ამისი სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ, განხორციელება ვერ მოვასწარით. დიდი გენერლის ცხოვრება და მოღვაწეობა არის მაგალითი, რის მიხედვითაც ჩვენი მომავალი თაობები უნდა აღიზარდოს. სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, სამხედრო აკადემიის მსმენელები მუზეუმის ხშირი სტუმრები უნდა იყვნენ", - განაცხადა ბარნოვმა და იმედი გამოთქვა, რომ მის თხოვნას თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს. ცნობისთვის, უახლოეს დღეებში ბარნოვი სამხედრო აკადემიაში სტუმრობას და ამ თემაზე აკადემიის ხელმძღვანელობასთან საუბარს გეგმავს.