გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებთან ერთად მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.