10 აგვისტო 2021
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რაზეც ნახევარ მილიონ ლარამდეა განსაზღვრული. სამუშაოების ფარგლებში დაიგება 1,2 კმ. გზის საფარი. შედეგად, 330 ოჯახს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები.
სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი გაეცნო. მისი თქმით, გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შემოდგომით დასრულდება.