Logo

მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრები პირების ვაქცინაცია მიმდინარეობს

23 აგვისტო 2021

ქვეყნის მასშტაბით მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრები პირების ვაქცინაცია უკვე რამდენიმე კვირაა ხორციელდება. ამჯერად კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ბენეფიციარები აიცრნენ. იმუნიზაციის პროცესი სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით ჩატარდება. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით ეს პროცესი სრულად ამოწურული იქნება. ვაქცინაციის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო. მისი თქმით, შიდა ქართლში მობილური ჯგუფების მიერ ყოველდღიურად ხდება მოსახლეობის ადგილზე აცრა. ,,აცრის პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მობოლურო ჯგუფები, მოსახლეობას ადგილზე, სოფლის ამბულატორებში აქვს შესაძლებლობა ჩაიტარონ აცრა. გარდა ადგილობრივებისა, ვაქცინაცია ჩატარდა ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარშიც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები დროულად აიცრან, განსაკუთრებით კი ის პირები, რომლებიც რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან." - აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ.