Logo

სოფელ ახალქალაქში მოსახლეობის აცრა მიმდინარეობს

19 აგვისტო 2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში თავდაცვის სამინისტროს მობილურმა ბრიგადამ ადგილობრივი მოსახლეობა სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინით აცრა. იმუნიზაციის პროცესი ახალქალაქის ამბულატორიაში ჩატარდა. ვაქცინაციის პროცესში 50-ზე მეტი ადგილობრივი ჩაერთო.
ვაქცინაციის პროცესს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო. მისი განცხადებით, აცრის პროცესში მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული და მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ,,შიდა ქართლში აქტიურად მიმდინარეობს მობილური ჯგუფების მიერ სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაცია. აღნიშნულ პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტრო, ადგილობრივი ჯანდაცვა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, დღეს ვიმყოფებით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, მინდა აღვნიშნო, რომ წინა დღეებთან განსხვავებით მობილობა გაზრდილია და მოსახლეობა აქტიურადაა პროცესში ჩართული. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს არის ერთადერთი გზა პანდემიის წინააღმდეგ და ჩემი თხოვნაა, აქტიურად ჩაერთოთ ვაქცინაციის პროცესში." -აღნიშნა სიმონ გულედანმა.