დვანში მოსახლეობის ვაქცინაცია მოეწყო
03 სექტემბერი 2021
შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაციის პროცესი უწვეტად მიმდინარეობს. ამჯერად ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში თავდაცვის მობილური ჯგუფის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია ჩატარდა. იმუნიზაციის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის მსურველებს აცრა ადგილზე რეგისტრაციით შეუძლიათ. როგორც რწმუნებულის მოადგილემ აღნიშნა, იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს რეგიონში და აცრის მსურველების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
შიდა ქართლის მასშტაბით იმუნიზაციის პროცესი 7 ლოკაციაზე მიმდინარეობს, ასევე, პროცესში ჩართულია ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროების მობილური ბრიგადები.