Logo

ხაშურის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი გრძელდება

27 აგვისტო 2021

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში თავდაცვის სამინისტროს მობილური ჯგუფის ჩართულობით ვაქცინაცია ჩატარდა. ნაბახტევის პარალელურად, ხაშურის მუნიციპალიტეტში კიდევ 3 ლოკაციაზე მიმდინარეობს აცრის პროცესი. ვაქცინაციის მიმდინარეობას შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო. მისი განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ჩართვა მნიშვნელოვანია ერთმანეთის ჯანმრთელობის დაცვის და პანდემიის დამარცხების მიზნით.
 
შიდა ქართლის მასშტაბით იმუნიზაციის პროცესი 7 ლოკაციაზე მიმდინარეობს, ასევე, პროცესში ჩართულია ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროების მობილური ბრიგადები.