Logo

შიდა ქართლის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

05 ოქტომბერი 2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდის ახლადაშენებული საჯარო სკოლა მოინახულა და სასწავლო პროცესს გაეცნო. გორი რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, სკოლებში მაქსიმალურად იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის თავიდან აცილებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ,, რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განვითარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მინდა მივულოცო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის საკლასო ოთახებში განახლება. მიუხედავად იმისა, რომ საგნმანათლებლო პროცესი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს, მნიშნელოვანია მოსახლეობა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, რათა დროულად დავამარცხოთ პანდემია“ - აღნიშნა რწმუნებულმა.
შიდა ქართლის რეგიონში საკლასო ოთახებში სწავლა კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.