Logo

შავშვების ამბულატორიაში იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს

05 ოქტომბერი 2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების ამბულატორიაში ადგილობრივების აცრა მიმდინარეობს, რომელიც სინოფარმისა და სინოვაკის COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით ხორციელდება. გარდა შავშვებისა, ამბულატორია მეზობელ სოფლებსაც ემსახურება და აცრის მსურველ პირებს წინასწარი ჯავშნის გარეშე შეუძლიათ ვაქცინაცია.
იმუნიზაციის პროცესს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარიამ გიუნაშვილი დაესწრნენ. რწმუნებულის მოადგილის თქმით, შიდა ქართლში აქტიურად გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ,,ჩვენს რეგიონში 9 ლოკაციაზეა ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელი და გარდა ამისა, სოფლების მოსახლეობას მობილური ჯგუფების საშუალებით ადგილზევე შეუძლიათ აიცრან. პანდემიის დამარცხების მიზნით მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ მაქსიმალურად იაქტიუროს და დროულად აიცრან ", - განაცხადა სიმონ გულედანმა