სკოლის სამშენებლო სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი ხაშურის მუნციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ზვიად ქურდაძესთან ერთად გაეცნო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის საძირკველის მოწყობა, ჯამში 6 250 კვადრატულ მეტრზე, პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე ტიპის სკოლა და სპორტული მოედანი. მშენებლობა 2022 წლისთვის დასრულდება.