Logo

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გორში შეხვედრა მოეწყო

01 დეკემბერი 2021

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თენგიზ ხუბულური, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გორში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს ესტუმრნენ. თავშესაფრის დირექტორმა ლამარა შაყულაშვილმა სტუმრებს სამუშაო სპეციფიკა და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე რწმუნებულის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქალთა უფლებების დაცვა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რაც აისახება სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებში. თავის მხრივ, მარეკ შჩიგელმა მადლიერება გამოხატა გორის ქალთა თავშესაფრისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიმართ გაწეული საქმიანობისთვის.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.