სტუდენტებთან შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გორის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სტუდენტებს, 100 %-იანი გრანტის მიღების შემთხვევაში მერია უკვე წლებია ფულად ვაუჩერებს გადასცემს.