Logo

სურამის კლინიკაში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს

14 დეკემბერი 2021

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამის კლინიკაში მოსახლეობის აცრა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ვაქცინაციის მსურველებს ადგილზე რეგისტრაციით შეუძლიათ აცრა. ვაქცინაციის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი დაესწრნენ. როგორც კლინიკაში აღნიშნეს, ბოლო პერიოდში აცრის მსურველთა რიცხვი გაიზარდა.
 
რეგიონის მასშტაბით ვაქცინაცია შიდა ქართლის 9 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. ასევე, იმუნიზაციის პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს მობილური ბრიგადები.