Logo

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის შედეგად ფერმერებმა 9 მლნ. ლარის შემოსავალი მიიღეს

16 დეკემბერი 2021

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმაილია თამარაშვილმა და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შედეგები შტაბის წევრებთან და პროგრამაში ჩართული საწარმოების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე შეაჯამეს.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 35 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარესშედეგადფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღესმათ შორისსახელმწიფო სუბსიდია 3,5 მლნ ლარს აღემატება.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდანფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდაარასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფადგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებითგორში ფუნქციონირებდა საკოორდინაციო შტაბი.

 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშისუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდაპროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოსრომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდდა.

 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშიარასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 13 საწარმო იბარებდა შიდა ქართლისკახეთისმცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.