"მუნიციპალურ ახალგაზრდულ ფორუმზე" მონაწილეებმა მნიშვნელოვან და პრიორტეტულ საკითხებზე იმუშავეს. ფორუმის მიმდინარეობისას კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს როგორც ხელისუფლების, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა უპასუხეს.
პროექტი გორის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების,“ „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ - FID - ისა და „ადამიანთა უფლებების კვლევის ცენტრის“ თანადაფინანსებით განხორციელდა, სადაც კონკურსის წესით შერჩეული 75 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. ღონისძიებას ორი დღის განმავლობაში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მასპინძლობდა.