Logo

ვალერიან მჭედლიძემ სამხარეო ადმინისტრაციაში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

17 დეკემბერი 2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კიშან დან დევალს უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და საერთო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მხარის რწმუნებულმა ინდოეთის ელჩს შიდა ქართლის რეგიონში საინვესტიციო, ტურისტული და სოფლის მეურნეობის პოტენციალის შესახებაც გააცნო ინფორმაცია. ვალერიან მჭედლიძის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტების განორციელებას.
შეხვედრის ბოლოს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანობის პერიოდში თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება.