Logo

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სოციალური საწარმოების საახალწლო გამოფენა-გაყიდვას დაესწრო

30 დეკემბერი 2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე გორის ცენტრალურ მოედანზე რეგიონში მოქმედ სოციალური საწარმოების საახალწლო გამოფენა-გაყიდვას დაესწრო. ღონისძიება CENN-ის, ევროკავშირისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საზოგადოება “ბილიკთან” პარტნიორობით გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობა 20-მდე ადგილობრივმა მეწარმემ მიიღო, რომლებმაც საკუთარი ნაწარმი და საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს.