Logo

გრაკალში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

25 იანვარი 2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა, რაზეც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. შენობა თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს და როგორც პატარების, ისე პედაგოგების საჭიროებებს სრულად აკმაყოფილებს. სააღმზრდელო დაწესებულებაში ერთი ჯგუფი ფუნქციონირებს. შენობის გარდა მოეწყო ეზო, რომელიც სათამაშო ინვენტარით აღიჭურვა. "დღემდე, გრაკალში საბავშვო ბაღი არ იყოს, თუმცა ამიერიდან ადგილობრივ პატარებს თანამედროვე სტანდარტების შენობა მოემსახურებათ და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ განათლების მიღებას" - აღნიშნა რწმუნებულმა.