პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.
უკრაინაში საქართველოს რეგიონების მასშტაბით შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავს მედიკამენტებს, პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთებს, საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებს.