Logo

თემურ ხუბულურმა გორის საჯარო ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა

14 მარტი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თემურ ხუბულურმა გორის საჯარო ბიბლიოთეკას საჩუქრად გიორგი ლეონიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი უახლესი გამოცემა გადასცა. წიგნი ვახტანგ ვეფხვაძის თანადგომით გამოიცა და კრებულის რედაქტორი ვალერი ასათიანია. საჯარო ბიბლიოთეკა წიგნების ნაწილს გორის მუნიციპალიტეტის სკოლების ბიბლიოთეკებსაც გადასცემს.
რწმუნებულის მოადგილე ბიბლიოთეკაში არსებული მდგომარეობითაც დაინტერესდა. მისი თქმით, როგორც საჯარო, ისე სკოლის ბიბლიოთეკების თანამედროვე ლიტერატურით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ზოგადად მკითხველისთვის.