Logo

სამხარეო ადმინისტრაციაში ქალთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა

01 აპრილი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი „ქართული მედია ჯგუფის“ პროექტის ფარგლებში ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრებ ქალებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. სიმონ გულედანმა რეგიონში ხელისუფლების მიერ გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა. თავის მხრივ, პროექტის თითოეულმა მონაწილემ რწმუნებულის მოადგილეს საკუთარ სოფელში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებენ თანამშრომლობას და სოფლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან.
6 თვიანი პროექტი, რომელიც შიდა ქართლის 3 მუნიციპალიტეტში შვედური ორგანიზაციის, „სამოქალაქო უფლებების დამცველების“ მხარდაჭერით ხორციელდება, დასასრულს უახლოვდება და მისი მეორე ეტაპი სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და თემში არსებული აქტუალური საკითხების ადვოკატირებას გულისხმობს. რწმუნებულის მოადგილესთან შეხვედრამდე, პროექტის წარმომადგენლები თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პროექტში ქალები რეგიონის 15 სოფლიდან არიან წარმოდგენილები, მათ შორის დევნილთა დასახლებებიდან, საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლებიდან.