Logo

ვალერიან მჭედლიძემ საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა

31 მარტი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა. სხდომას შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. რეგიონის პირველმა პირებმა 2022 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დაფინანსებული 27 პროექტი წინასწარ განსაზღვრულ ვადებში უკვე დაკონტრაქტდა და შესაბამისად, მუნიციპალიტეტებმა ეკონომიების ხარჯზე დამატებითი პროექტები წარადგინეს. შეხვედრაზე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრეს. მიმდინარე წელს, რეგიონის მასშტაბით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 4 390 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.