Logo

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

21 აპრილი 2022

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 - 2024 წლებში საქართველოს 59 მუნიციპალიტეტის (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს ეტაპობრივად აზომავს და დაარეგისტრირებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის 1000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს. რეფორმის შედეგად, ქვეყნის დაახლოებით 1/3 დარეგისტრირდება, უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები შეიქმნება და უძრავი ქონების ბაზარი განვითარდება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს სიმონ გულედანს, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი სოფლებისა და დაბების დამისამართების საკითხებსაც შეეხო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3Igl2nV