შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბელ აბესაძემ და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა 13 წლის ტიმურ იაკუნინი თანაგუნდელებს წარუდგინეს. ტიმურის ოჯახის წევრები გორში მარტის თვეში უკრაინის ქალაქ დნიპროდან ჩამოვიდნენ. გორელმა ოჯახმა, რომელმაც იაკუნინები შეიფარა, გორის მუნიციპალიტეტის მერიას დახმარების თხოვნით განცხადებით მიმართა. მოკვლევაში, გარდა სოციალური სამსახურისა, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაც ჩაერთო, რა დროსაც ტიმურიმ ფეხბურთის შესწავლის სურვილი გამოთქვა. მერიამ გაითვალისწინა მისი სურვილი და ის დღეიდან ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ გორის „გორის“ საფეხბურთის სკოლის აღსაზდელია.