Logo

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

09 მაისი 2022

ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბელ აბესაძემ, გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გორში, მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. საბრძოლო დიდების მუზეუმთან შეიკრიბნენ სამამულო ომის მონაწილეების ოჯახის წევრები და ახლობლები. შიდა ქართლში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის ორი მონაწილე ცხოვრობს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.